4 მარტს, „ბეიჯინგ იონ ქი ენერჯი ტექნოლოგის“, შპს მერსედეს-ბენცის და ბი ემ დაბლიუს, ერთობლივი პროექტი ოფიციალურად ჩაეშვა პეკინში. კომპანია მიზნად ისახავს, ჩინეთის ბაზარზე „სუპერდასამუხტი ქსელის“ ოპერირებას. ეს პარტნიორობა ჩინეთში მათი სუპერდამტენი ქსელის გაფართოების დასაწყისია.
2026 წლის დასასრულისთვის, ერთობლივი საწარმოს პროექტის ფარგლებში იგეგმება, რომ დამონტაჟდეს 1000 მოწინავე ტექნოლოგიით აღჭურვილი სუპერდამტენი სადგური და დაახლოეებით 7000 სუპერდამტენი სადგური ჩინეთში. დაგეგმილია, რომ 2024 წელს დამტენი სადგურების პირველი პარტია იყოს ახალი ენერგეტიკული სატრანსპორტო საშუალებების ქალაქებში, ხოლო შემდეგი პარტია იქნება ქალაქებში და ქვეყნის მასშქტაბით რეგიონებში.
ამ ორი გერმანელი ავტომწარმოებელი გიგანტის თანამშრომლობა მეტყველებს გრძელვადიან ვალდეულებაზე ჩინეთის ენერგეტიკული მანქანების ბაზრის მიმართულებით. 2023 წელს, ბი ემ დაბლიუმ გაგზავნა 40,000 ელექტრომობილი ჩინეთში, რაც საფუძველი გახდა ბი ემ დაბლიუს გაყიდვების გაზრდის, რაც წლიდან წლამდე 138% შეადგენს.
2023 წელს, ბი ემ დაბლიუმ გააცნო ექვსი სრულიად ელექტრო მანქანის მოდელი ჩინეთს, BMW I 3 და BMW IX 3 გახდა ყველაზე გაყიდვავდი ელექტრო პროდუქტები. ბი ემ დაბლიუს უახლესი მოდელი BMW I 5 ოფიციალურად იანვარში გამოვა.
BMW-ს სუპერ ტენვის სადგურების პროექტი ოფიციალურად გამოჩნდა 2023 წლის აგვისტოში. ძლიერი დამტენები ხელს უწყობს მაქსიმალური ძალის 600 კილოვატის მიწოდებას. 2024 წლის იანვრის დასასრულს, 54 სადგური აშენდა, რაც ფარავს 17 მთავარ ქალაქს ჩინეთში და ღიაა ყველა ბრენდის ელექტრომობილისთვის.
2024 წელს, მერსედეს-ბენცი გააგრძელებს „ ორმაგი ფოკუსირება ბენზინისა და ელექტრო მანქანებზე“ პროდუქციის სტრატეგიას ჩინეთში, 15-ზე მეტი ახალი და შემდეგი თაობის პროდუქციის დანერგვით. ამავდროულად ხელს შეუწყობს მთელი პროდუქციის ხაზის ელექტროფიკაციას და განაახლებს საწვავზე მომუშვაე პროდუქტებს.
2023 წელს, მერსედეს-ბენცის სუპერდამტენების სადგურები ფუნქციონირებს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ჩენგდუ, ფოშან, ქინგდაო, ჩონგქინგი, კუნმინგი, ვუჰანი, სუჟოუ და ცანგჟოუ. მერსედეს-ბენზის საჯარო დამტენების სერვის აქვს წვდომა 590 000-ზე მეტ საჯარო დამტენზე 340-ზე მეტ ქალაქსი ქვეყნის მაშტაბით.
Commenti