Borg warner Inc.-მა გამოაცხადა სტრატეგიული შეთანხმება FinDreams Battery-სთან, რომელიც BYD Company Limited-ის შვილობილი კომპანიაა და აწარმოებს ლითიუმ აირონ ფოსფატის ბატარიებს კომერციული მანქანებისთვის.
შეთანხმების თანახმად BYD რვა წლის განმავლობაში „ბლეიდის“ (Blade Battery) მახვილ უჯრედებს მიაწვდის BorgWarner-ს, რომელიც ამ ტექნოლოგიას გამოიყენებს ბატარიების საწარმოებლად ევროპასა და აზიაში. BorgWarner ასევე მიიღებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, რათა შეძლოს FinDream-ის ბატარიების დიზაინის და წარმოება, საკუთარი პრიორიტეტების შესაბამისად შეძლოს.
Borgwaner არის ამერიკაში დაფუძნებული პირველი რანგის საავტომობილო მომწოდებელი, რომელიც წარმოდგენილია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე და მისი მომხმარებლები არიან ჯენერალ მოტორსი, ფორდი და სტელანტისი. კომპანია საკმაოდ აქტიურია ჩინეთშიც. მუშოაბს 11 საწარმო ობიექტზე და გასულ კვირას, გამოაცხადა ელექტროძრავების წარმოების დაწყება Xpeng X9 MPV-ისთვის. მათ ასევე გაამხილეს, რომ იგივე ელექტროძრავი გამოიყენება Xpeng-ის ახალ მისტიურ ბ კლასის სედანში, რომლის წარმოებაც დაიწყება 2024 წლის მესამე კვარტალში.
უფრო მეტიც, 8 თებერვალს, Borgwarner წარმატეულად შეუთანხმდა ჩინეთის წამყვან პირველადი ნაწილების მწარმოებელს, რომ უზრუნველყოს ორმაგი ინვერტორი თავისი გამაძლიერებელი ფუნქციით, ავტომწარმოებლის დანამტის ჰიბრიდული (PHEV) და ელექტრო დიაპაზონის გაფართოებული ავტომობილის (EREV) პლატფორმებისთვის. მიუხედავად იმისა რომ ბორგვარნერს არ დაუსახელებია ვინ იყო ნაწილების მწარმოებელი, carnewschina-ს ცნობით მწარმოებელია Great wall motor (GWM). GWM ამზადებს რო ჩაუშვას Poer Hi4-T ზრავით აღჭურვილი EREV, გარდა BEV და PHEV ვარიანტებისა.
Borgwarner ასევე არის ელექტროძრავის მოდულების მიმწოდებელი Aiways-ის, Ford-ის და ჩინეთის ერთობლივი საწარმოსთვის JMC-სთვის.
გარიგება BYD-სთან, რომელიც მოიცავს რვა წელს, ადგენს Borgwarner-ს “ერთადერთ არა პირველად ნაწილების მწარმეობლად”, რომელიც არ არის დაკავშირებული FinDreams Battery-თან, აქვს უფლება LFP ბატარეების პაკეტების ლოკალიზება ევროპაში, ამერიკაში და აზიის წყნარი ოკიანის შერჩეულ რეგიონებში მე-3 და ზემოთ კლასის კომერციული მანქანებისთვის, press release-ზე დაყრდნობით.
არაპირველადი ნაწილების მწარმოებელი ნიშნავს, რომ Borgwarner არის ერთადერთი საავტომობილო მიმწოდებელი სალიცენზიო უფლებებით. მასასადამე, შეიძლება იყოს ავტომწარმოებლები იმავე ლიცენზიით, რაც მიგვანიშნებს, რომ მეტი BYD-ის შეთანხმებები შეიძლება დაანონსდეს.
ფრედერიკ ლისალდემ, Borgwarner-ის აღმასრულებელი დირექტომა, გამოიჩინა ენთუზიაზმი ამ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვა მზარდ მოთხოვნას LFP ბატარიების პაკეტზე მათი კონკურენტუნარიანი ფასის გამო. მან შეაქო FinDreams Battery-ს 20-ზე მეტ წლიანი გამოცდილება და LFP ბატარიებში მობილობის კუთხით წარმატება. ხაზი ფუსვა ორ კომპანიას შორის სინერგიას კომერციული ავტომობილების უჯრედებისა და ბატარიების ტექნოლოგიის განვითარებაში.
FinDream Battery-ის, აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ჰი, ხაზს უსვამს რთულ გეოპოლიტიკურ დინამიკისა და უცხოური კომერციული მანქანებისთვის LFP ელექტრიფიკაციის სტრატეგიულ მნიშვნელობას. იგი საუბრობს პარტნიორობის შესაძლებლობაზე, უზრუნველყონ მრავალფეროვანი და ხელსაყრელი ვარიანტები სხვა ქვეყნის მომხმარებლებისთვის, რაც ხელს უწყობს კომერციული მანქანების ბაზრის სწრაფ ელექტრიფიკაციას.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ ცდილობს ჩინური ბატარიის მწარმოებლების ალტერნატივის შექმნას და დამოუკიდებელი მიწოდების ჯაჭვის აწყობას, ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მაგალითად, ფორდმა დაანონსა LFP ბატარიების ქარხანა მიჩიგანში, რომელიც დაწინაურდა, როგორც აშშ-ს თვითმკვიდრი ელექტრომობილის მწარმოებელი, თუმცა გაირკვა, რომ ქარხანა გამოიყენებს CATL-ის ბატარიის უჯრედებს და მათ ტექნოლოგიას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ BYD არ ელოდება გაფართოებას. ის აშენებს ელექტრომობილების ქარხანას ევროპაში, უნგრეთში და განიხილავს ახალი ელექტრომობილების ქარხნის გახსნას მექსიკაში აშშ-ს ბაზარზე გასატანად.
Comments