top of page
Writer's pictureEV News

ევროპა ელექტროზე გადადის

Updated: May 20

2023-ში, ევროპის ავტობაზარმა მიაღწია გაყიდვებს რეკორდულ მაჩვენებელს პანდემიის შემდგომ. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო. ახალი სამგზავრო ავტომობილების რეგისტრაციამ 13 მილიონს მიაღწია და 2022 წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა. დამყარდა ბატარიანი ელექტრომობილების გაყიდვის ახალი რეკორდი. გაიყიდა 2 მილიონზე მეტი ერთეული, რაც საერთო ავტომობილების ბაზრის 15,7%-ს შეადგენს.

„ევროპის საავტომობილო ბაზარი როგორც ჩანს ნორმალიზდება“ განაცხადა „ჯატო დინამიქსის“ (JATO Dynamics) გლობალურმა ანალიტიკოსმა ფელიპე მუნოზიმ. „ მიწოდების ჯაჭვის პრობლემა ახლა უკვე ფართოდ კონტროლდება და მომხამარებელი მიეჩვია ახალი მანქანის მისაღებად უფრო დიდ ლოდინს. მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა ამ მაჩვენებელმა 2019 წელს დაფიქსირებულ 15 მილიონს გადააწარბოს. მანქანის შეძენა უფრო ძვირი გახდა  და დამოკიდებულება მფლობელებთან შეიცვალა.“

ბაზრის წილი, ყველაზე სწრაფადგაიზარდა უკვე დამკვიდრებულ ელექტრომობილების ბაზრებზე ფინეთში, დანიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში და ლუქსემბურგში. თუმცა, ბაზრის წილი ასევე გაიზარდა განვითარებად ელექტრომომმარაგებელ ბაზრებზეც მაგალითად სლოვენია (5%-9%), ესტონეთი (3,4%-6,8%) და ლატვია (6,6%-9%).

ევროპაში ყველზე მაღალი ძაბვის დონე სკანდინავიაშია, სადაც ელექტრომობილებს ბაზრის 46% უკავია, მას მოსდევს ჩრდილო და ცენტრალური ევროპა (19% ბაზრის წილით), სამხრეთ ევროპა (9,4%) და აღმოსავლეთ ევროპა (5,3%).„ ბატარიის ელექტრომობლიებზე გადასვლა ხდება ოთხი სხვადასხვა სიჩქარით“ ამბობს მუნოზი.


ტესლა მოდელ Y იყო ევროპის ყველაზე გაყიდვადი მანქანა 2023-ში - ეს იყო პირველი შემთხვევა როცა არა ევროპულმა ავტომობილმა და დაიკავა პირველი ადგილი ევროპის ბაზარზე. ხოლო ყველაზე გაყიდვავდი ელექტრომობილის მწარმოებელი იყო ვოლკსვაგენ ჯგუფი.

ჩინური ავტომობილების ბრენდები აგრძელებენ ევროპაში შეღწევას- შვიდი ახალი ბრენდი შევიდა ევროპაში გასულ წელს, რაც საბოლოოდ 30 ჩინურ ბრენდს ხდის ხელმისაწვდომს. წლიდან წლამდე ჩინური მანქანების ბრენდების გაყიდვა 79%-ით გაიზარდა. „ მიუხედავათ იმისა რომ ჩინურმა ბრენდების რეკორდი 2023 წელს იყი 2,6%, 2022-ის 1,7%-თან შედარებით, პრეტენზიები „შეჭრაზე“ გადაჭარბებულია“ აცხადებს მუნოზი.

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი: კომპანიის შესყიდვები ელექტრომობილების უფრო სწრაფად გაიზარდა ვიდრე კერძო შესყიდვები. (ევროპული კომპანიები უფრო მეტად აწვდიან კომპანიის მანქანებს თანამშრომლებს, ვიდრე მათი ამერიკელი კოლეგები და ისინი სარგებლობენ სხვადასხვა წახალისებით.)

27 ქვეყნაში არსებული ბაზრის მონაცემებით, ფლოტისა და ბიზნესის მიერ განხორციელებული ელექტრომობილების რეგისტრაცია გაიზარდა 51%-ით, კერძო მყიდველებისთვის 4%-იან მატებასთან შედარებით.

„როდესაც მონაცემები სარეგისტრაციო ტიპების მიხედვით განიხილება, ცხადი ხდება, რომ ამჟამად წახალისება განკუთვნილია მხოლოდ კომპანიებისთვის, ტაქსოპარკებისა და გაქირავებისთვის.“ თქვა მუნოზმა. „ კერძო პირებისგან ინტერესის ნაკლებობა ინდუსტრიისთვის მთავარი დაბრკოლებაა, კერძო პირებზე გაყიდვები, როგორც წესი, ყველაზე მომგებიანია ავტომობილების მწარმოებლისთვის და ამიტომ აუცილებელია, რომ მათ მეტი გააკეთონ ამ ტიპის მომხმარებლის მოსაზიდად“.

Comments


bottom of page