ელექტრომობილები კარგავენ ბატარიის სიცოცხლისუნარიანობის რაღაც ნაწილს, როდესაც ისინი დიდი ხანი გაჩერებულები დგანან, მაგრამ ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
· ლითიუმ იონის სტანდარტული ბატარიები, საშუალოდ 2% ამდე სიცოცხლისუნარიანობას კარგავენ, თუ ისინი გაჩერებულ მდგომარეობაში იმყოფებიან ერთი თვის განმავლობაში
· ტემპერატურა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბატარიის სიცოცხლისუნარიანობის დაკლების თვალსაზრისით. ელექტრომობილების ახალ მოდელებს, აქვთ ტემპერატურის მარეგულირებელი სისტემები, თუმცა თუ გამორთულ მდგომარეობაში, ცივი ტემპერატურის პირობებში დავტოვებთ ელექტრომობილს, დამჯდარი ბატარია ვეღარ მიაწვდის ენერგიას აღნიშნულ სისტემას და ბატარიის „კვდომის“ პროცენტი შესაძლო 5% ამდეც კი გაიზარდოს თვის განმავლობაში.
· ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია თუ რამდენად ძველია ბატარია და რა მდგომარეობაშია.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი ელექტრომობილის დეგრადაცია სასურველია რომ დამტენი შეერთებული დავტოვოთ მანქანაში. თუ დამტენს აქვს სრულად დატენვის შემთხვევაში ავტომატურად გათიშვის ფუნქცია, ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს თქვენი ბატარიის სიცოცხლისუნარიანობას.
Comments