top of page
Writer's pictureEV News

კატლი (CATL) ტესლას მიაწვდის ბატარეებს

Updated: May 22


გაიაფდება თუ არა ტესლა?

ჩინური ბატარიების მწარმოებელი გიგანტი, კატლი (CATL)  მუშაობს ტესლასთან ერთად, რათა გამოუშვან ახალი ბატარეის ტექნოლოგია, რომლის ნაწილაკებიც უფრო მალე დაიტენება. კატლის აღმასრულებელმა დირექტორმა, რობინ ჟენგზემ, დაადასტურა ეს კოლაბორაცია ბლუმბერგთან ინტერვიუში. იგი აცხადებს, რომ ისინი იკვლევდნენ „კერძოდ ახალ ელექტროქიმიურ სტუქტურას“ რაც გულისხმობდა უჯრედის ქიმიას.

ჟენგზე ასევე ფიქრობს, რომ 25,000$ იანი ტესლას ახლი მოდელის ფასი საგრძნობლად შემცირდება. მანამ, სანამ ის არ აპირებს სპეციფიკური დეტალების გამჟღავნებას, ახსენა, რომ ყოველთვის არის ფასის შემცირების შესაძლებლობა. დამატებით კატლი მიაწვდის ტესლას ბატარიებს ნევადაში.

მიუხედავად იმისა, კატლი ჩინეთის ბატარეების წარმოების ერთ ერთი ლიდერია, კომპანია აშშ-ს ბაზარზე გამოწვევების წინაშე დგას მკაცრი სუბსიდირების გამო. აშშ-ს ბატარეების ბაზარზე მონაწილეობისთვის, კატლი ცდილობს მოიპოვოს ლიცენზია თავის ტექნოლოგიაზე და უზრუნველყოს წარმოების ექსპერტიზა, როგორიცაა მაგალითად, მანქანების მიწოდება ტესლასთვის. მსგავსი ლიცენზირება მოქმედებს ფორდთან დაგეგმილი ბატარეის ქარხნისთვისაც.

კატლი გეგმავს ფორდის ინჟინრების გადამზადებას ქარხნისთვის, რომელიც თავდაპირველად გამოცხადებული იყო,  35 გიგავატი\საათში ტევადობისთვის შემდეგ კი შეამცირდა 20 გიგავატ\საათამდე. ჟენგზეზე დაყრდნობით, ქარხანა 2026 წლის დასასრულისთვის დაიწყებს წარმოებას. ასევე მსგავსი სალიცენზიო შეთანხმებების შესახებ მიმდინარეობს დისკუსიები 10-დან 20-მდე სხვა ავტომობილების მწარმოებლებთან აშშ-სა და ევროპაში.

ความคิดเห็น


bottom of page