ტესლას გენერალურ აღმასრულებელ დირექტორ, ილონ მასკს, ეჭვები გაუჩნდა სუპერდამტენების მთლიანი მომსახურე პერსონალის განთავისუფლების შესახებ.
ბლუმბერგის თანახმად, კომპანიამ ხელახლა დაიწყო იმ 500 თანამშრომლის დაქირავება, რომელიც მასკმა გასულ თვეში გაათავისუფლა. მაგალითად ჩრდილოეთ ამერიკის
დამტენი ინფრასტრუქტურის დირექტორი - მაქს ზეგერი, აღადგინეს ძველ პოზიციაზე.
აღდგენილ თანამშრომელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან როგორც მოსალოდნელი იყო მასკმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე
აღნიშნული ამბავი კარგად აჩვენებს თუ რამხელა ქაოსი და გაუგებრობა დაატრიალა მასკმა საკუთარ ელექტრომობილების წარმოებაში. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დირექტორი ასე იქცევა და აზიანებს კომპანიის რეპუტაციას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრმა მომხმარებელმა სწორედ სუპერდამტენების ქსელის გამო გადაწყვიტა ტესლას შეძენა, მსგავსმა განუკითხაობამ კი სერიოზული კითხვისნიშნები გააჩინა. ამას ემატებოდა კონტრაქტორების იგნორირებაც, რამაც საბოლოო ჯამში მასკს აიძულა შეეცვალა ტონი და გაეცა დაპირება 500 მილიონიანი ინვესტიციის შესახებ, რომელიც მთლიანად სუპერდამტენების ქსელს მოხმარდებოდა.
Comments