ლეგენდარული მძიმე მეტალის ჯგუფი მეტალიკა, აპირებს მ72 მსოფლიო ტურის ინოვაციური გზით დაწყებას. ჯგუფი აპირებს რომ ტურში ელექტრო სატვირთო ავტომობილებით და ელექტრომობილებით გადაადგილდეს. ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება მათი პარტნიორი კომპანიის, ივეკოს მიერ. ტური დაიწყება ევროპაში და გაგრძელდება 2024 წლის მაისიდან ივლისამდე. ეს წარმოადგენს ბენდის მდგრადი განვითარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რადგან ისინი გეგმავენ შეამცირონ ნახშირბადის კვამლი მათ ტურებში.
ივეკო, სატვირთო მანქანების წამყვანი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ელექტრო სატვირთოებით მოამარაგებს ჯგუფს. სატვირთოები ორი ტიპისაა, სრულიად ელექტრო და შიდა წვის ძრავის მქონე. მიუხედავად ორი ვარიანტისა, ყველა აღჭურვილობის ტრანსპორტირება მოხდება ელექტრო ენერგიით.
„სივეის“ სატვირთო მანქანების გარდა, ივეკოს „იდეილის“ მოდელებიც გამოიყენება ეკიპაჟის ტრანსპორტირებისთვის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურის ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილებას. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ცნობილი ბენდის წევრები იმგზავრებენ თუ არა ელექტრო მანქანებით, ივეკოს გენერალურმა დირექტორმა გერიტ მარქსმა განაცხადა, რომ მეტალიკა ცდილობს შეამციროს მათი ტურებით გარემოზე ზემოქმედება.
პარტნიორობა მეტალიკასა და ივეკოს შორის, რომელიც ნოემბერში დაიწყო, თავიდან მოიაზრებდა ნატურალური გაზზე მომუშავე სატვირთოებით გადაადგილებას, მაგრამ ეს გეგმა შეიცვალა და ტური ელექტრო მანქანებით ჩატარდება. ტური მოიცავს დიდ ქალაქებს, როგორებიცაა მიუნხენი, ჰელსინკი, კოპენჰაგენი, ვარშავა, მადრიდი და ა.შ.
მეტალიკის გადაწყვეტილება, ელექტრომობილებთან დაკავშირებით, ხაზს უსვამს მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებულ მზარდ ტენდენციას მდგრადი განვითარებისკენ. მაგალითად მეტალიკა არა მხოლოდ გააელექტრიფიცირებს თავის მოღვაწეობას, არამედ შექმნის ძლიერ პრეცედენტს ეკოლოგიურად სუფთა ტურისტული პრაქტიკისთვის.
Comments