ნიუ-იორკი გარკვეულწილად გადის სატრანსპორტო რევოლუციის ეტაპზე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ელექტრომობილების რიცხვი ქალაქში გაოთხმაგდა. დაახლოებით ერთი წლის წინ, ქალაქის მაცხოვრებლები მგზავრობდნენ დაახლოებით 2000 ელექტრო უბერით ან ლიფტის (Lyft) მანქანებით. მაგრამ ეხლა ამ რიცხვებმა 10 000-ს გადააჭარბა.
უბერის და ლიფტის მთლიანი ავტოპარკის თითქმის 10% ელექტროა. ჰიბრიდებს წილი კი 14%ია. ათასობით მანქანის დამატება უფრო აუარესებს ისედაც გადატვირთულ მოძრაობას ქალაქში და მიუხედავათ იმისა, რომ იგეგმება დამტენების დამატება, ამჟამინდელი დამტენების ქსელი დიდი ალბათობით ძალიან გადაიტვირთება. ნიუ-იორკის მერს ერიკ ადამს სურს რომ 2030 წლისთვის ქალაქში მოძრავი ყველა მანქანა ელექტრო იყოს.
2023 წლის ოქტომბერში ნიუ იორკის მერიამ წამოიწყო მწვანე ინიციატივის კამპანია, რამაც დიდი პროტესტი და სასამართლო სარჩელების მოზღვავება გამოიწვია შიდაწვის ძრავის ავტომობილის მფლობელ ტაქსისტა შორის. საქმე იმაშია, რომ ამ კამპანიის ფარგლებში, ყველა გაქირავებაში მყოფი ახალი ავტომობილი, ელექტრო უნდა ყოფილიყო. ელექტრომობილის მფლობელთა გამოხმაურებამ მოლოდინს გადააჭარბა და დღეში საშუალოდ 1000ამდე სარეგისტრაციო განაცხადი დადასტურდა.
ნიუ იორკის ტაქსების და ლიმუზინების კომისიის წარმომადგენელი, დევიდ დოუ აცხადებს, რომ ოთხი თვის განმავლობაში, პროგრამამ ორ წლიანი გეგმა შეასრულა და ამჟამინდელი პრიორიტეტი უკვე არა ელექტრომობილის მძღოლების წახალისება, არამედ დამტენების მწარმოებლები და მომწოდებლები არიან, ვინაიდან სწრაფად მზარდ ელექტრომობილების ინდუსტრიას ესაჭიროება კარგად განვითარებული დამტენების ინფრასტრუქტურა.
コメント