top of page
Writer's pictureEV News

რა ბატარია დევს ელექტრომობილში?

Updated: May 20

ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარების დასაწყისში, მწარმოებლებს მოუწიათ რთული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ბატარიებში არსებული ქიმიური შემადგენლობა დიდ გავლენას ახდენს მის ფასზე, გამძლეობაზე, ზომა-წონასა თუ უსაფრთხოებაზე.

·       რკინა-მჟავის (ტუტე) ბატარია Lead Acid Battery იგივე „აკუმულატორი“ ყველა ავტომობილის განუყოფელი ნაწილია, როგორც დამხმარე ენერგიის წყარო. პირველი ელექტრომობილიც XIX საუკუნეში, მის ბაზაზე შეიქმნა და 100 კმ-ც დაფარა, თუმცა ჩვენს რეალობაში მისი, როგორც ავტომობილის ძირითად ენერგიის წყაროდ დანერგვა, შეუძლებელი აღმოჩნდა. მთავარი მიზეზებია მისი სიმძიმე, გამოიმუშავებს არასაკმარის ენერგიას და 20%ზე ქვემოთ დაცლის (დაჯდომის) შემთხვევაში შესაძლოა აღარც დაიტენოს. ხელახალი დატენვის ფუნქცია კი ძალიან მნიშვნელოვანია ელექტრომობილის ფუნქციონირებისთვის.

·       რკინა-ნიკელის ბატარიას Nikel Metal Hydride Battery წარმატებით დაინერგა ჰიბრიდულ ავტომობილებში 2000 წლიდან, ვინაიდან იყო იმ დროისთვის საკმაოდ იაფი, არ სჭირდებოდა გარე დატენვა და მუხრუჭების მეშვეობით ტენიდა ავტომობილი. მწარმოებლებმა სცადეს მისი სრულად ელექტრო ავტომობილში დანერგვაც, თუმცა აღმოჩნდა, რომ ძირითად ენერგიის წყაროდ გამოყენებისას, ძალიან სწრაფად იცლებოდა მასში დაგროვილი ენერგია. ასევე ცხელ ამინდებში მისი აალების რისკები საკმაოდ დიდი იყო.

·       კადმიუმ-ნიკელის ბატარია Nickel–cadmium battery ყველაზე ფართოდ გავრცელებული და პოპულარულია. კედლის საათებში, ტელევიზორის „პულტებში“, ფანრებში თუ სხვა ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ნივთებში სწორედ ეს ბატარიებია. მისი ყველაზე დიდი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სრულად დატენვა-განმუხტვის პირობებში არ ზიანდება და გამოყოფს დიდ ენერგიას, თუმცა გამომდინარე მისი მაღალი ფასიდან და სხვა ბატარიებთან შედარებით მეტად ტოქსიკურობიდან, ამ ტექნოლოგიის დახვეწა და დანერგვა არ მოხერხდა ელექტრომობილებში.

·       ლითიუმ იონის ბატარია Lithium Ion Battery ასევე ფართოდ გავრცელებული ენერგიის წყაროა, რომელიც გვხვდება ტელეფონებში, ტაბლეტებსა თუ ლეპტოპებში. მისი მსუბუქი წონიდან გამომდინარე, წარმატებით აკმაყოფილებს ავტომობილისთვის საჭირო მახასიათებლებს. ასევე აქვს მაღალი ენერგიის გამომუშავების უნარი. ამ ბაზაზე კათოდების ქიმიიდან გამომდინარე 5 სხვადასხვა ტიპის მიმართულებაც გვაქვს, რაც ფართო არჩევანს იძლევა ტექნოლოგიის განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ დღეს არსებული ყველა ელექტომობილის ბატარიის მწარმოებელი ამ მიმართულებით ხვეწს ტექნოლოგიას და მთავარი უსაფრთხოების გამოწვევაც (აალების საფრთხე) მინიმუმამდეა დაყვანილი როგორც თავად ბატარიის სტრუქტურის დახვეწიდან გამომდინარე, ასევე ტემპერატურის კონტროლის სისტემების მეშვეობით.



Comentários


bottom of page