შესაძლოა ელექტრომობილის გასაყიდი ფასი შიდაწვის მქონე ძრავის ავტომობილზე უფრო ძვირი მოგეჩვენოთ, თუმცა თუ საკითხს გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ ბევრად მეტ თანხას დაზოგავთ როგორც საწვავზე, ასევე სერვისზე.
მაგალითისთვის ავიღოთ სტანდარტული ელექტრომობილების საგარანტიო ვადა, რაც შეადგენს 100.000 კმ გარბენს, ან 3 წელს. ჩვენ შევადარეთ 2023 წელს გამოშვებული ელექტრომობილის მოდელი, ჰიბრიდული ავტომობილის მოდელი და შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილი. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ გარბენზე მხოლოდ საწვავის კომპონენტში გამოდის რომ ჰიბრიდულ ავტომობილთან შედარებით 7,015 ლარით უფრო იაფად მგზავრობთ, ხოლო შიდაწვის ძრავიან ავტომობილთან შედარებით - 11,790 ლარით უფრო იაფად. კალკულაცია გაკეთებულია ლიტრი საწვავის ღირებულიების მიხედვით, რაც საშუალოდ 2.9 ლარია. ამას ემატება სერვისის მინიმალური ხარჯები, რაზეს შემდეგ პოსტში მოგახსენებთ.
რამდენად იაფია ელექტრომობილის სერვისი?
წინა პოსტში შევეხეთ ფინანსურ უპირატესობას საწვავის ნაწილში. ახლა გვსურს გიამბოთ სერვისის ხარჯის ეკონომიაზე და შევაჯამოთ ის საშუალო ფინანსური უპირატესობა, რაც ელექტრომობილებს ჰიბრიდულ და შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილებთან შედარებით აქვს.
როგორც წინა პოსტში ვახსენეთ, კალკულაცია კეთდება ელექტრომობილის საგარანტიო პირობების მიხედვით, რაც 100.000 კმ და 3 წლის პერიოდია. სერვისის ღირებულებაში არ შეგვყავს მომსახურების ფასები და გთავაზობთ მხოლოდ იმ პროდუქციის ღირებულების შედარებით ანალიზს, რაც ავტომობილს ამ პერიოდში ესაჭიროება.
გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრომობილებს ბევრად ნაკლები მოძრავი ნაწილი აქვთ, მათი ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენახვა, ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ჰიბრიდული, ან არაჰიბრიდული, საწვავზე მომუშავე ავტომობილის. სრულად ელექტრო ავტომობილის შეძენის შემთხვევაში შეგიძლიათ დაივიწყოთ შემდეგი ტიპის სერვისები:
· ძრავის ზეთის
· ძრავის ღვედის (რემენი)
· ძრავის ჰაერის ფილტრის
· სტაბილიზატორის (ბაბინა)
· სანთლების (სვეჩები)
აღნიშნულ გარბენზე დავთვალოთ ჰიბრიდული და სრულად საწვავზე მომუშავე ავტომობილის ისეთი სერვისის ხარჯი, რაც ელექტრომობილს საერთოდ არ სჭირდება. აღმოვაჩენთ, რომ ნახსენებ გარბენზე, ჰიბრიდულ მოდელზე, ამჟამინდელი ფასების მიხედვით, დაგვჭირდება სულ ცოტა, 2020 ლარამდე, ხოლო საწვავზე მომუშავე ავტომობილზე 2325 ლარი.
აქვე განვიხილოთ ისეთი ტიპის სერვისებიც, რომლებიც ელექტრომობილსაც სჭირდება, თუმცა ბევრად ნაკლები რაოდენობის, რაც ასევე დიდ სხვაობასგვაძლევს ფასებში:
· გადამრთველი კოლოფის ზეთი
· ანტიფრიზი
· ხუნდები (კალოტკები)
ზემოთ ახსნილი პრინციპის შესაბამისად, გადამრთველი კოლოფის ზეთის აღნიშნული სერვისების ჯამური რაოდენობა შეადგენს: ელექტროსთვის - 294 ლარს; ჰიბრიდისთვის - 1160 ლარს ხოლო საწვავზე მომუშავე ავტომობილისთვის - 1150 ლარს. ამ შემთხვევაშიც სულ ცოტა სამჯერ უფრო იაფი შედეგი გვაქვს ელექტრომობილის შემთხვევაში.
გამოდის, რომ სერვისებში დაზოგილი თანხა, ჰიბრიდულ ავტომობილთან შედარებით 2,886 ლარია, ხოლო შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილთან შედარებით - 3,181 ლარი.
თუ წინა პოსტში აღწერილ საწვავის სხვაობასაც დავამატებთ, გამოდის, რომ ელექტრომობილის ყოლის შემთხვევაში, 100.000 კმ გარბენზე, ჰიბრიდთან შედარებით ზოგავთ 10,124 ლარს, ხოლო შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილთან შედარებით, 14,971 ლარს.
Comments