ელექტრომობილის დატენვის დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ ბენზინგასამართ სადგურზე რამდენიმე წუთში შეგიძლიათ ავზის შევსება, ელექტრომობილს ბევრად მეტი დრო ჭირდება ბატარიის სრულად დასატენად. ამის გამო რეკომენდირებულია ელექტრომობილის სახლში ღამის განმავლობაში დასატენად შეერთება, თუმცა დიდი დისტანციის დაფარვისას დატენვის საკითხი მაინც აქტუალური რჩება.
იმისათვის რომ კარგად გავერკვეთ რამდენად სწრაფად შეიძლება ჩვენი ელექტრომობილის დატენვა, რამდენიმე ცვლადი უნდა შემოვიტანოთ.
· ერთის მხრივ, ეს დამოკიდებულია დამტენის სისწრაფეზე, ანუ რამდენად სწრაფად შეუძლია დამტენს დიდი რაოდენობის ელექტრო ენერგია მიმართოს დასატენ ბატარიაში. აქვე ავღნიშნავთ რომ დამტენები იყოფა ე.წ. სწრაფ და სახლის დამტენებად.
· მეორეს მხრივ გასათვალისწინებელია თავად ბატარიის მიმღებლობის უნარი, ვინაიდან ყველა ელექტრომობილის ბატარია განსხვავდება მოდელების მიხედვით და შესაძლოა ვიცოდეთ რამდენ კილოვატიანია კონკრეტული მოდელი, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ რა მაქსიმალური ენერგიის მიღება შეუძლია ბატარიას. ელექტრომობილის ყიდვისას, აუცილებლად გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ ბატარიის მიმღებლობის უნარზე, ვინაიდან სწრაფი დამტენით სარგებლობის შემთხვევაში 20 იდან 30 წუთში შეძლოთ დატენვა.
აქედან გამომდინარე, თუ ჩვენს ელექტრომობილს აქვს დაბალი მიმღებლობის ბატარია, რაც არ უნდა სწრაფ დამტენში შევაერთოთ, მაინც იმ მინიმალურ ვადაში დაიტენება, რისი მიმღებლობის უნარიც აქვს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბატარიის დატენვა, რეკომენდირებულია 80% და მისი განმუხტვა („დასმა“) რეკომენდირებულია 25% ამდე. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება ხელს უწყობს ბატარიის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას, ვინაიდან ბატარიის სრულად დატენვა და განმუხტვა აჩქარებს მის შესაძლებლობების კლების პროცესს.
Коментарі