პირველი კითხვა, რაც ელექტრომობილის შეძენისას შეიძლება გაჩნდეს, არის ბატარიის უფართხოება. ლითიუმ იონის ბატარია, რომელიც ტელეფონებში, ლეპტოპებსა თუ სხვა ტექნოლოგიებში გამოიყენება, არის მარტივად აალებადი, რის გამოც ავტომობილებში მათი დანერგვა პრობლემური გახდა საწყის ეტაპზე. შეიქმნა და დაიხვეწა
მაღალგანვითარებული გაგრილების სისტემა, რაც უზრუნველჰყოფდა ელექტრომობილის უსაფრთხო ფუნქციონირებას, ბატარიის გადახურების შემთხვევაშიც კი. თუმცა, ავარიის შემთხვევაში ამ სისტემის მწყობრიდან გამოსვლისას, ან თვითონ ბატარიის დაზიანებისას, მკვეთრად იზრდებოდა აალების რისკები. მწარმოებლებმა პრიორიტეტად გაიხადეს ამ საკითხის მოგვარება. ერთის მხრივ დაიხვეწა გაგრილების სისტემები და უსაფრთხოების გარეგანი ნორმები, თუმცა ზოგმა მწარმოებელმა, მაგალითად BYD-მ თავად ბატარიის სტრუქტურის შეცვლის ხარჯზე გადაწყვიტა, შიგნით ბატარიაში აალების რისკების შემცირება. იხილეთ ბმული
წარმოგიდგენთ დღეს არსებულ, ბატარიის რამდენიმე ტოპ მწარმოებელ კომპანიას, რომელსაც ელექტრომობილების მწარმოებლები აქტიურად იყენებენ მოდელებში. ესენია
· CATL (ჩინეთი) Contemporary Amperex Technology Co. Limited იყენებს: BMW; Honda; Tesla; Volkswagen; Volvo
· BYD (ჩინეთი) იყენებს BYD; Ford; Tesla
· LG energy solutions (სამხრეთ კორეა) General Motors; Renault; Tesla; Volvo; Volkswagen
· Panasonic (იაპონია) იყენებს Tesla; Toyota
Comments