top of page
Writer's pictureEV News

შელი დამტენებს ამატებს


შელი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზეთის და საწვავის კომპანია ევროპაში, გეგმავს რამდენიმე არსებული ბენზინ გასამართი სადგურების გადაკეთებას, ელექტრომობილების დასამუხტ სადგურებად.

„ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ქსელს ელექტრომობილების დამტენებით და მოსახერხებელი შეთავაზებებით, მომხმარებლის მოთხოვნილებების ცვლილების საპასუხოდ.“ 

განაცხადა შელმა 2024 წლის ენერგეტიკის გარდამავალი სტრატეეგის ანგარიშში. ეს მოიცავს გეგმას 500-მდე შელის საკუთრებაში არსებული საიტების განკარგვას 2024 2025 წლებისთვის.

შელი გეგმავს, რომ 2030 წლისთვის დამტენების რაოდენობა 54 000-დან 200 000-მდე გაზარდოს. ეს ზრდა მიმართული იქნება ჩინეთსა და ევროპაზე, სადაც შელი თვლის, რომ დამტენებზე მოთხოვნა უფრო დიდია, რადგან ელექტრომობილების ბაზარი უფრო ჩამოყალიბებულია. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ დაამატებენ ახალ ლოკაციებს და გააფართოვებენ იმათ რაც ახლა გააჩნიათ.

რადგანაც ელექტრომობილების გაყიდვები იზრდება ბაზარზე, უმჯობესია ბენზინ გასამართ სადგურების მფლობელები უკეთ დააკვირდენენ ელექტრომობილების დამტენებს. მაშინ როცა მიდის კამათი იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა მომავალი დასამუხტი სადგურები იგივე ნაირი, როგორიცაა ბენზინ გასამართ სადგურები, უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტრომობილის მფლობელების ჯერ კიდევ სურთ ბენზინგასამართ სადურების შეღავათები დასამუხტ ადგილებში.

 

Comments


bottom of page