სად გაქრა 7.5 მილიარდიანი ინვესტიცია?
ორი წლის წინ, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა გეგმა, რომლის შესაბამისად, 7.5 მილიარდიანი ინვესტიციით, 2024 წლისთვის შტატების მასშტაბით 500.000 დასამუხტი სივრცე უნდა გაჩენილიყო. დღევანდელი მონაცემებით გამოყოფილი თანხით მხოლოდ 7 დამტენის სადგურია შექმნილი და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პროგრესი ძალიან ნელა მიმდინარეობს.
ადმინისტრაციამ 5 მილიარდი დოლარი გამოყო შტატებს შორის დიდი მაგისტრალების გასწვრივ სადგურების ასაშენებლად. შვიდი სადგური რომელიც ამ დროისთვის ფუნქციონირებს, მდებარეობს ჰავაიში, ნიუ იორკში, ოჰაიოში და პენსილვანიაში, სადაც ჯამში გამოყოფილი დასამუხტი ადგილის რაოდენობა 38 ავტომობილისთვისაა საკმარისი. დამატებით, სადგურების მშენებლობა მიმდინარეობს ოთხ სხვა შტატში, ამასთან თორმეტ სხვა შტატს მიენიჭა ახალი ელექტრო სადგურის მშენებლობის უფლება.
ერთ ერთი მიზეზი რის გამოც სადგურების მშენებლობა გაიწელა, არის მკაცრი მოთხოვნები შიდაბიუროკრატიული მოთხოვნები და მაღალი სტანდარტები, რომლის შესაბამისადაც სადგურები უნდა მუშაობდეს დროის 97% შემთხვევაში, დამტენების სიმძლავრე უნდა იყოს 150 კილოვატიანი და უნდა მდებარეობდეს არაუმეტეს ერთი მილის მოშორებით შტატებს შორის.
თეთრი სახლის სპიკეერი ოპტიმისტურად უყურებს საკითხს და ამბობს, რომ 2026 წლისთვის 500.000 დამტენის მონტაჟი დასრულებული იქნება.
Comentarios